Skip to main content

Fathers school one pager

Page 1

ს ი ვ თ ს ი ბ ელი მამე

თეგეტ

სასიამოვნო სიახლე “თეგეტელი” მამებისთვის! თეგეტა ჰოლდინგი და გაეროს მოსახლეობის ფონდი იწყებენ ახალ პროექტს - „მამების სკოლა“. „მამების სკოლა“ უნიკალური შესაძლებლობაა, აღმოაჩინოთ და იმუშაოთ ისეთი უნარებისა და ქცევების განვითარებაზე, რომლებიც უფრო მეტად ჩართულ მამებად და მზრუნველ პარტნიორებად გაქცევთ. ეს კი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრდაში.

რას ვისწავლი? თქვენ მიიღებთ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ბავშვის მოვლისა და აღზრდის მეთოდების, მათთან ურთიერთობების საკითხებზე, მათ შორის:

• მამის გავლენა შვილის აღზრდაში • ბავშვის განვითარება და მამის როლი • აღზრდის მეთოდები და შვილებთან ურთიერთობა • პროფესია მამობა - ზრუნვა და წყვილის ურთიერთობა

რატომ „მამების სკოლა“? კაცები, რომლებსაც შვილებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ, აქვთ ნაკლები ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემები, უფრო პროდუქტიულები არიან სამსახურში და უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე მამები, რომლებსაც არ აქვთ ამ სახის ურთიერთობა შვილებთან. კაცებიც იცვლებიან, როცა მზრუნველი მშობლის როლს ითავისებენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცების უმეტესობას სურს, იყოს კარგი მამა, ღრმად გამჯდარი გენდერული ნორმები - კაცებისთვის ართულებს შვილების აღზრდაში ჩართულობის სათანადოდ მომზადებას. „მამების სკოლა“ ამ გამოწვევას პასუხობს. სკოლა 2021 წლიდან ფუნქციონირებს ემოციური გულახდილობის, ემპათიის, ურთიერთგაზიარებისა და სწავლის სივრცე.

როგორ ჩავერთო? გაგვიზიარე შენი ინტერესი ბმულზე და ერთად დავგეგმოთ თქვენზე მორგებული გრაფიკი.

ტრენინგების ხანგრძლივობა

სკოლა შედგება 4 სესიისგან, საიდანაც ორი სესია ჩატარდება ფიზიკურ სივრცეში, ორი კი ონლაინ (ჯამში 8 საათი)

სესიები გადანაწილდება დროში, მონაწილეებისა და ტრენერების ინტერესების გათვალისწინებით. სესიები ჩატარდება არასამუშაო საათებში

სკოლაში სწავლა უფასოა მონაწილეების რაოდენობა: მაქსიმუმ 15

პირველ ეტაპზე გაიმართება საპილოტე სკოლები: 1. თბილისში (ცენტრალური ფილიალი, თეგეტა აკადემია) 2. ბათუმში (თეგეტა აკადემია) მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სკოლები დაიგეგმება სხვა რეგიონებისთვისაც

ვის შეუძლია მონაწილეობა?

თეგეტაში დასაქმებულ კაცებს, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან არის სამ წლამდე ბავშვის მამა.

ვის დავუკავშირდე?

პროექტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: მარიამ ჯაფარიძე CSR მენეჯერი 555101040 m.japaridze@tegetamotors.ge


Turn static files into dynamic content formats.

Create a flipbook
Fathers school one pager by Tegeta Motors - Issuu