ელვა და ჭექა-ქუხილი როდესაც წვიმისთვის ბრძანება და ჭექა-ქუხილისთვის გზა დაადგინა, მაშინ დაინახა და გამოაცხადა, მოამზადა და გამოიკვლია. კაცს უთხრა: აჰა, უფლის შიში სიბრძნეა და ბოროტებისგან განდგომა - გაგება. იობი 28:26-28
ხუთწიგნეული და გაიწოდა მოსემ თავისი კვერთხი ცისკენ და მოავლინა უფალმა ჭექაქუხილი და სეტყვა, და ცეცხლი მოედო მიწას; და სეტყვა აწვიმა უფალმა ეგვიპტის ქვეყანას. შეევედრეთ უფალს (კმარა), რომ აღარ იყოს ძლიერი ჭექაქუხილი და სეტყვა; გაგიშვებთ და აღარ დარჩებით. და უთხრა მას მოსემ: როგორც კი ქალაქიდან გავალ, ხელებს უფლისკენ აღვაპყრობ და ჭექაქუხილი შეწყდება და სეტყვა აღარ იქნება, რათა იცოდე, რომ უფლისაა ეს დედამიწა. და გამოვიდა მოსე ქალაქიდან ფარაონისგან და გაშალა ხელები უფლისკენ; შეწყდა ჭექა-ქუხილი და სეტყვა და აღარც წვიმა დასდიოდა მიწაზე. და როდესაც ფარაონმა დაინახა, რომ წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი შეწყდა, კიდევ უფრო შესცოდა და გაიქვავა გული მან და მისმა მსახურებმა. გამოსვლა 9:23 , 28-29, 33-34 და იყო მესამე დღეს, დილით, ჭექა-ქუხილი და ელვა, მთაზე სქელი ღრუბელი და საყვირის ხმა ძალიან ძლიერი; და მთელი ხალხი, ვინც ბანაკში იყო, კანკალებდა. გამოსვლა 19:16 და ხედავდა მთელ ხალხში ჭექა-ქუხილი, ელვა, საყვირის ხმაური და კვამლიანი მთა; და როგორც კი დაინახა ხალხმა, დაიძრა და შორს გაჩერდა. გამოსვლა 20:18