იმედის პატიმრები პოეზია რადგან უფალი ისმენს ღარიბებს და არ ამცირებს თავის პატიმრებს. ფსალმუნი 69:33 პატიმრის კვნესა შენს წინაშე მოვიდეს; შენი ძალის სიდიადით გადაარჩინე სიკვდილისთვის განწირულნი; ფსალმუნი 79:11 ეს დაიწერება მომავალი თაობისთვის და ხალხი, რომელიც შეიქმნება, ადიდებს უფალს. რადგან მან თავისი საწმიდრის სიმაღლიდან გადმოხედა, ზეციდან დახედა უფალმა დედამიწას, რათა მოესმინა პატიმრის კვნესა, გაეთავისუფლებინა სიკვდილისთვის განწირულები. ფსალმუნი 102:18-20 გამოიყვანე ჩემი სული საპყრობილიდან, რათა ვადიდო შენი სახელი; მართალნი შემომხვევენ, რადგან შენ მომექცევი კეთილად. ფსალმუნი 142:7 ნეტარია იგი, ვისაც იაკობის ღმერთი ჰყავს შემწედ, რომლის იმედიც უფალზეა, მის ღმერთზე, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია; რომელიც სამუდამოდ იცავს ჭეშმარიტებას; რომელიც სამართალს აღასრულებს დაჩაგრულთათვის, რომელიც საზრდოს აძლევს მშიერებს. უფალი ათავისუფლებს პატიმრებს. ფსალმუნი 145:5-7
წინასწარმეტყველები ასე ამბობს ღმერთი უფალი, რომელმაც შექმნა ცა და გაშალა იგი, რომელმაც გაშალა დედამიწა და მისგან გამომავალი, ვინც აძლევს სუნთქვას მასზე მცხოვრებ ხალხს და სულს - მასზე დამავალთ: მე, უფალმა, მოგიწოდე სიმართლით, ხელს გიჭერ და დაგიცავ, ხალხის აღთქმად და წარმართთა ნათელად დაგადგენ, ბრმების თვალების გასახსნელად, პატიმრების საპყრობილიდან გამოსაყვანად და სიბნელეში მსხდომარეთა საპყრობილიდან. ესაია 42:5-7 უფალ ღმერთის სულია ჩემზე, რადგან უფალმა მცხო, რომ სასიხარულო ცნობა ვაუწყო თვინიერებს; გამომგზავნა, რომ გულგატეხილებს შევუხამო, ტყვეებს თავისუფლება გამოვაცხადო და შეპყრობილებს - საპყრობილის გახსნა; ესაია 61:1
1